ახლახანს იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“გარდაცვლილი ემიგრანტის ცხედარი ნეაპოლში პროზექტურაშია. აფხაზეთიდან დევნილი 62 წლის მანანა გამისონია 30 იანვარს გარდაიცვალა.
უმორჩილესად გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება და გარდაცვლულის ცხედარი სამშობლოში გადავასვენოთ მისწერა შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხს გარდაცვლილის მეზობელმა ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა მედიკო დარსანიამ.
“შოთო სიხარულიძე” უმორჩილესად გთხოვთ ჩემი ჯანმრთელობის გაუარესების გამო იტალიაში ნეაპოლში ჩამოსვლას ვერ ვახერხებ. თხოვნით მოგმართავთ დახმარებისთვის საელჩოს კეთილ ადამიანებს ჩემს ტკბილ ემიგრანტებს ვისაც შეუძლიათ რომ გადასვენდეს ცხედარი სოფელ განმუხურში და მიაბარონ მონატრებული სამშობლოს მიწას…. ძალიან გთხოვთ გამოგვეხმაურეთ ქალბატონი მედიკოს საკონტაქტო ნომერსაც მოგწერთ და ის აგიხსნით უკეთესად რა მდგომარეობაცაა ..
როგორი კედელი იყავი რამდენს ეხმარებოდი ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე ცხარე ცრემლებით დაგტირიან ემიგრანტები…. ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია…. ———————————ემიგრანტები!!! ვაი სიშორევ, ძალა არ გვყოფნის ტკივილმა ქვა-კლდედ გადაგვაქცია,
სამძიმარს გითვლით ქართველო ერო, საზღვრებს გარედან ემიგრაცია”- წერს შოთო სიხარულიძე.
