სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო იგივე კუკური ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს
“სასწრაფოდ:
მეგობრებო, თქვენ იცით ოჯახი, რომელსაც მე უკვე თითქმის 2 წელია ყურადღებას ვაქცევ, ოჯახი რომელიც მატარებლის ვაგონში ცხოვრობს. ბავშვები და დედა ძალიან ცუდად არიან, ყველას სიცხეები აქვს და სასწრაფოდ საჭიროებენ დახმარებას, დამირეკეს დასახმარებლად.
მე თვითონ ახლა ვერ ვუმკლავდები ამ საკითხს, ამიტომ ვისაც რითიც შეგიძლიათ, მოვუგროვოთ თანხა წამლებისთვის.
უნდა აღვნიშნო, რომ უკიდურეს მდგომარეობამდე არასდროს არ მირეკავს ეს ოჯახი, მართლა ცუდი მდგომარეობაა ესე იგი რახან დამირეკეს. მადლობა ყველას. ანგარიშის ნომერი კომენტარებშია” – წერს დომენიკ მანგო.
