უბედური შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა ტურისტული კომპანია “ჯორჯიან ჰოლიდეის” გენერალური დირექტორი, 4 შვილის მამა, 33 წლის გიორგი(ბაჩო) ქართველიშვილი.
სამედიცინო საქმიანობის გიორგი ექსტრემალური ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი და მიმდევარი იყო საქართველოში.
უბედური შემთხვევა კოჯორში მოხდა.
„ყველას გისამძიმრებთ ამ უდიდეს ტრაგედიას ჩვენი ბაჩო ჩვენი იმედი აღარაა წავიდა, გაფრინდა მარადიულობაში. მხოლოდ სიყვარული დაგვიტოვა გულებში, არ მჯერა რომ ბაჩოს გარეშე მოგვიწევს ცხოვრება, რამდენი გეგმა, რამდენი ოცნება და რამდენი საოცრება გვქონდა გასაკეთებელი ერთად ჩემო ერთგულო მეგობარო. იმედი რატო წაგვართვი როგორ გაგვიფრინდი, ალით შენნაირი სულის მქონე ადამიანებს ეძახიან 26558 ზემოთ. ალბათ შენი ადგილი იმ იდეალურ სამყაროშია სადაც წახვედი! სინათლეს გაყევი მეგობარო და ღმერთებმა მიგიღონ როგორც თანასწორი, შენ აქ ქმნიდი საოცრებებს და იქ რაღა შეგაჩერებს. მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩვენთვის გააკეთე მეგობარო, მადლობა რომ ჩვენი იმედი იყავი, მადლობა რო ჩვენი მაგალითი იყავი და ერთ საქმეს ვემსახურეთ! ამაყი და ბედნიერი ვარ რომ გიცნობდი და ვგრძნობდი როგორი იმედი გქონდა შენც ჩემი ღმერთებმა გააწათლონ შენი სული შენს მარადიულ მოგზაურობაში“ – წერს მეგობარი.
