ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:
“ქართველებო, დებო და ძმებო! მიწისძვრის პროგნოზი ვერ კეთდება. ვიცით სეისმოლოგებმა გარკვეული ალბათობით, სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ როდის, არ ვიცით! ნუ აჰყვებით ჭორებს!”, – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.
