ჟურნალისტი ბექა ყორშია „საქართველოს ბანკის“ მძარცველის, ბადრი ესებუას დაკავებას სოციალურ ქსელში მხიარული პოსტით გამოეხმაურა.
„მეზობლის ოჯახი შსს-გან ითხოვს, ბადრი ესებუა 2 საათით დააბრუნონ, რადგან ღომი უცივდება“ , – წერს ყორშია.
შეგახსენებთ, ესებუა, 2-წლიანი ძებნის შემდეგ დღეს, საკუთარი სახლიდან 17 კილომეტრში დააკავეს.
