თურქეთში მიწისძვრის შემდეგ ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდნენ სერიალის “დააკაკუნე ჩემს კარზე” ვარსკვლავების დედები.
პოპულარული თურქული სერიალის – „დააკაკუნე ჩემს კარზე“ ვარსკვლავმა, ბაშაქ გიუმულჩინელიოღლუმ განაცხადა, რომ დედამისი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, ჰატაის პროვინციაში, რომელსაც ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს. მსახიობმა მოუწოდა, მთელი ძალები ჩაერთოს ხალხის ძებნა-გადარჩენაში.
“დედა ცხოვრობს ჰატაიში, ანტაკიაში, ზუმერლერში, მუნიციპალურ კოოპერატიულ სახლებში, A3. ჩვენ არ გვაქვს სიახლე. თუ ვინმეს უნახავს ან გსმენიათ, გთხოვთ შემატყობინოთ”, – წერს ის სოციალურ ქსელებში.
დახმარების თხოვნით მისმა მეუღლემ, მსახიობმა ჩაგრი ჩიტანაკმაც მიმართა, რომელიც ბევრი მაყურებლისთვის ცნობილია სერიალ “დააკაკუნე ჩემს კარზე”, ფერიტის როლით. თავის მიკრობლოგში 32 წლის მსახიობმა დანგრეული ქალაქის კადრები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შესაძლოა დედამისიც ნანგრევების ქვეშ ყოფილიყო.