საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მასობრივი გავრცელება რუსეთიდან აჭარის რეგიონში ტურისტების „ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით“ შემოყვანამ განაპირობა და მას აქვს გეგმა თუ როგორ უნდა შემცირდეს ვირუსი.
„პრობლემებს შორის პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მე მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე. იმიტომ, რომ, ეს ტემპები, რომელიც გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და შემდეგ ეს გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, უნდა სასწრაფოდ, როგორმე მოვახდინოთ ამის განეიტრალება იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე პირველ რიგში, უამრავ ადამიანს მოუსწრაფავს სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, შეიძლება ამას აქვს პოტენციალი, რომ ბოლომდე გაანადგუროს ისედაც მომსპარი ეკონომიკა. ეს გეგმა ჩვენ გვაქვს” – განაცხადა სააკაშვილმა და არ დაუკონკრეტებია თუ რას მოიცავს მის მიერ ნახსენები გეგმა.