ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მაძღარი მონა, თავისუფლების ყველაზე დიდი მტერი რომ არის, ამიტომ აღაზევა და გააძღო დიდმა მონა ივანიშვილმა , პატარა ქოცმონები და ამიტომ იბრძვიან მათთვის ყველაზე დიდი მტრის, თავისუფლების წინააღმდეგ, მათთვის ყველაზე დიდი გაუგებრობა არის შენება – ამიტომ, შენებაზე უარი თქვეს და ნგრევა არჩიეს, სინათლეზე უარი თქვეს და სიბნელეში შევიდნენ ხელის ცეცებით, უფასო ფული მიიღეს მონობის სანაცვლოდ და გაძღნენ, სხვა არც არაფერია მათთვის ფასეული …ჩვენ კი, ვინც “თავისუფლების მონები” ვართ, პროგრესისა და არა რეგრესის, მონებმა დაგვიმორჩილეს, მონები გვხოცავენ, მონები გვებრძვიან, მონები გვართმევენ ქვეყნის მომავალს, თავისუფლებას გვიზღუდავენ 10 წელია და თუ , თავისუფლების მოყვარე და მოსურნე ადამიანების არმია თავს ვერ ვაღწევთ მონების მონობას, ათმაგ მონობას ვიმსახურებთ….“
