Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცხოვრება “მიწისძვრების სოფელში” ბორჯომში- სადაც ბოლო 2 წელში 90 მიწისძვრა მოხდა

February 6, 2023
ცხოვრება “მიწისძვრების სოფელში” ბორჯომში- სადაც ბოლო 2 წელში 90 მიწისძვრა მოხდა

3-4-5-6…. მაგნიტუდის მიწისძვრები აქ აღარავის უკვირს. შეჩვეულები არიან, რადგან ამ სოფელში მიწა ხშირად იძვრის, ხანდახან ბიძგები უფრო მძლავრიცაა. მიწისძვრა დღეში რამდენჯერმეც მეორდება. ადგილობრივები კი მიწის თითოეულ რყევას შიშით ხვდებიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სოფელ სამებაში 90-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. ეს სოფელი ყოველთვის მიწისძვრის ეპიცენტრია. ამიტომ, “სამება” ყველასთვის ასოცირდება “მიწისძვრების სოფელთან”
ცხოვრება "მიწისძვრების სოფელში" ბორჯომში- სადაც ბოლო 2 წელში 90 მიწისძვრა მოხდა

“სამება” – საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს. სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია და საქართველო-სომხეთის საზღვარიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. ცხოვრობს დაახლოებით 25 ოჯახი.

სოფელში მაცხოვრებლები ჟურნალისტებთან ღიად საუბრობენ. მათთვის მთავარი სასაუბრო თემა – მიწისძვრაა. ამიტომ, მოსახლეობის მისამართით კითხვები სწორედ ამ თემაზე ისმევა. სოფელში ერთ-ერთი ადგილობრივი შევნიშნეთ და გავესაუბრეთ. როგორც ყველა აქ მცხოვრები, ისიც შეწუხებულია სოფელში მიწისძვრების სიხშირით. ამბობს, რომ მიწისძვრის დროს, განსაკუთრებით ბავშვების ეშინიათ.

“სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა ხდება ამ სოფელში. ამას წინათ, ერთ დღეს მიყოლებით მოხდა სამი მიწისძვრა. ხანდახან საკმაოდ ძლიერი რყევებია და ყველაზე მეტად ბავშვების გვეშინია, თორემ უფროსები შეჩვეულები ვართ ასე თუ ისე. სახლებიც დაბზარულია და კედლებიც. დღე კიდევ არაუშავს, ღამე მიწისძვრის გევშინია ხოლმე. სად უნდა გაიქცე?”
ცხოვრება "მიწისძვრების სოფელში" ბორჯომში- სადაც ბოლო 2 წელში 90 მიწისძვრა მოხდა

„ძალიან საშიში ზონაა. ერთხელაც დიდი მიწისძვრა იქნება და დაინგრევა ეს სახლები… მაგრამ როდის იქნება, ხომ არ იცი?“ – გვეუბნებიან ადგილობრივები.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ჯავახეთის ქედის მიწისძვრები საშუალო კლასისაა. ამ კლასის მიწისძვრებით ენერგიის გამოთავისუფლება ხდება, ზოგადად, რაც სეისმული მოვლენების რეგისტრაცია დაიწყო, ჯავახეთში საშუალოზე დიდი მიწისძვრა ჯერ არ დაუფიქსირებიათ, დიდი ალბათობით, მეგამიწისძვრა არც ახლა უნდა მოხდეს, მაგრამ მხოლოდ „ალბათობით“. სეისმოლოგიაში რამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია.

მიუხედავად ასეთი რისკებისა, სოფლიდან წასვლაზე აქ არავინ ფიქრობს, ამისთვის ბევრს უკვე აღარც ასაკი აქვს და აღარც ცხოვრების ხელახლა დაწყების საშუალება. ზოგს საქონელი და მეტ-ნაკლებად აწყობილი მეურნეობა აჩერებს, ზოგს – სამსახური. ზოგი კი უშიშარია და შეჩვეულია “მიწისძვრების სოფელში” ცხოვრებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 119 პირიდან 70 მეთადონის პროგრამაშია ჩართული
  • „გარკვეული შიში არსებობს… უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში ამ ახალი ვირუსის არსებობის შესახებ…“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს
  • ქართველი ექიმი გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge