თურქეთში მომხდარ მიწიძვრასთან დაკავშირებით “ფეისბუკ” გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ დიარბაქირში, მიწისძვრის შედეგად მაღალსართულიანი შენობის ჩამონგრევის მომენტი პირდაპირ ეთერში დაფიქსირდა.
“თურქულ დიარბაქირში ხალხი და ჟურნალისტები გარბიან შენობისგან, რომელმაც ნგრევა დაიწყო.
თურქეთში, დიარბაქირში, მიწისძვრის ახალი ტალღის დროს მაღალსართულიანი შენობის ჩამონგრევის მომენტი ადგილობრივი ტელეარხის პირდაპირ ეთერში დაფიქსირდა.
ამავდროულად 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში – ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი.”
