Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია” – გეოლოგი საქართველოს სეისმური საფრთხის რუკას აქვეყნებს

February 6, 2023
“საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია” – გეოლოგი საქართველოს სეისმური საფრთხის რუკას აქვეყნებს

თურქეთსა და სირიაში, 6 თებერვალს 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიური უბერურებას სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება და ბევრი კითხვა მოჰყვა.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, გეოლოგ თეა გოდოლაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ძველ ჩანაწერს, რომელშიც სპეციალისტი საქართველოს სეისმოაქტიურობაზე წერს და სეისმური საფრთხის რუკას აქვეყნებს.

“მეგობრებო, მეზობლებო, თანამემამულენო! მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. ამიტომ, მე არასდროს არ ვიტყვი და არავის არ ვეტყვი, რომ ამადა ამ დღეს, ამა და ამ საათსა და წუთზე და ამა და ამ ადგილზე (კოორდინატების მითითებით) მოხდება მიწისძვრა.

მეტიც, ძალიან არასერიოზულია ეს და მსოფლიო სამეცნიერო სივრცე სკეპტიკურად უყურებს იმ მკვლევარებს, რომლებიც იჩემებენ მიწისძვრის პროგნოზი შეგვიძლიაო.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს. ეს არის სეისმური საფრთხის შეფასება. გრძელვადიანი პროგნოზი ნიშნავს, რომ სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, დანაკვირვებ მასალაზე დაყრდნობით, კონკრეტულ ტერიტორიაზე, გარკვეული ალბათობით, მომავალში შესაძლებელია მოხდეს ისეთი სიდიდის მიწისძვრა, რომელიც ამა და ამ გრუნტის მაქსიმალურ აჩქარებას გამოიწვევს.

სხვა სიტყვებით: დიახ, საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. აქ ხდებოდა, ხდება და მოხდება მიწისძვრები. გახსოვთ თბილისის 2002 წლის მიწისძვრა? (Mw=4.5)ეპიცენტრი იყო თბილისში. 1991 წლის რაჭის მიწისძვრა (Ms=7) და ა.შ.

ამიტომ, დიახ, საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია. შეგვიძლია მხოლოდ სეისმური საფრთხის შეფასება.

ეს არის საქართველოს სეისმური საფრთხის რუკა. თავისუფალი ვარდნის აჩქარებით გამოსახული. ბალს აღარვინ იყენებს. რაც უფრო წითელია, საფრთხე მით მეტია”, – წერს თეა გოდოლაძე.

"საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია" - გეოლოგი საქართველოს სეისმური საფრთხის რუკას აქვეყნებს

წყარო. tia.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა
  • სასულიერო სემინარიის საბჭომ მიტროპოლიტი იობ აქიაშვილის საღვთისმეტყველო განათლება აღიარა
  • ხათუნა ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge