ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში “ვივა მედის” გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“ეს რა ქნა გუშინ ნინო ნადირაძემ?!
თავზე გადაალეწა აწყობილი 9-თვიანი პიარი მანიაკის დედუნა ვალიდეს, მამას, ბიძას, ძმებს, ცოლებს, შვილებს, ადვოკატებს, ევროპარლამენტარებს, უკრაინის კორუმპირებულ ხელისუფლებას და გონებაშეზღუდულ სექტანტებს!”, – წერს მძინარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს კლინიკა “ვივამედის” დირექტორმა, ნინო ნადირაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.