დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6552 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებაშიც – 2.01 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8912 ლარი გახდა.
0.47 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2720 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა კვლავ 14.11 თეთრი ლარი შეადგინა.
