ახლახანს თადარიგის პოლკოვნიკი, დავით კიკნაველიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“საქართველოს ღვაწლმოსილ ვეტერანთა შემადგენლობას, ღირსეული ვეტერანი, თადარიგის პოლკოვნიკი, დავით კიკნაველიძე გამოაკლდა. იგი 31 იანვარს, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
დავით კიკნაველიძე გახლდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებული საომარი მოქმედებების მონაწილე; მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში; იგი 1988-1991 წლებში იყო სამოქალაქო თავდაცვის კურსების უფროსის მოადგილე-სასწავლო ნაწილის უფროსი; 1991-1992 წწ _ეროვნული არმიის სადაზვერვო სამმართველოს საგეგმო-ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე, 1992-1994 წწ_საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე-შტაბის უფროსი, 1994-1996 წწ_ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ხოლო 1996-1997წწ_ საქართველოს სამხედრო კომისრის მოადგილე.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მწუხარებას გამოთქვამს თადარიგის პოლკოვნიკ დავით კიკნაველიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ნათესავებს, თანამებრძოლებს და ახლობლებს.
დავით კიკნაველიძის პანაშვიდები გაიმართება 1, 2და 3 თებერვალს; მისამართი: ვარკეთილი 3; III მიკრორაიონი (რ. დვალის ქუჩა) კორპუსი 307; II სადარბაზო, V სართული, ბინა 27; გამოსვენება 4 თებერვალს, 14 საათზე.
თადარიგის პოლკოვნიკ დავით კიკნაველიძეს, 4 თებერვალს, მუხათგვერდის საოჯახო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
🔘მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!”