რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ლაგოდეხთან, მოხდა.
„დღეს, თბილისის დროით 12:35 საათზე, ლაგოდეხთან, მოხდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში