კოდის სათემო განათლების ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ქალბატონი ვენერა არბოლიშვილი.
“კოდის სათემო განათლების ცენტრის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კოდის სათემო განათლების ცენტრის ღვაწმოსილი ტრენერი ქალბატონი ვენერა არბოლიშვილი.
ქალბატონმა ვენერამ დიდი წვლილი შეიტანა ცენტრის განვითარებაში და თემის გაძლიერებაში გახსნის დღიდან. მან დიდი სითბო და სიყვარული დაუტოვა თითოეულ ცენტრის თანამშრომელს და ბენეფიციარს.
ჩვენო საყვარელო ვენერა დეიდა განისვენე მშვიდად, ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდებით🥲
სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს”
