Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მსგავსება მაკა ასათიანთან და ბევრისთვის საინტერესო პირადი ცხოვრება – რას ყვება ცნობილი ტიკ-ტოკერი

January 31, 2023
მსგავსება მაკა ასათიანთან და ბევრისთვის საინტერესო პირადი ცხოვრება – რას ყვება ცნობილი ტიკ-ტოკერი

სოციალურ ქსელებში რამდენიმე გამოკვეთილი წყვილი არსებობს, რომელიც გამომწერებმა გამოარჩიეს და განსაკუთრებულად შეიყვარეს. ერთ-ერთი მათგანი ნენე ქურდაძე და დავით გიორგობიანია. კიწი და ნაფოტა – სწორედ ამ სახელებით იცნობენ ტიკტოკზე მათ.

ისე, როგორც ამ პლატფორმის ყველა მომხმარებელმა, ნენემაც პანდემიის დროს გადაწყვიტა, რომ დრო სახალისოდ გაეტარებინა და პირველი ვიდეოც ატვირთა. მისი კონტენტი ხალხმა მალევე აიტაცა და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ბლოგერია.

– როდის და რატომ გადაწყვიტეთ ბლოგერობა?

– გადავწყვიტე, კორონას დროს რამით გავრთულიყავი და პირველი ვიდეო ჩავწერე. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მომეწონა ხალხის ყურადღება, კარგი კომენტარები და გავაგრძელე…

– თქვენი გამომწერები აღნიშნავენ, რომ მუდმივად პოზიტიურ ხასიათზე ხართ. როგორ ახერხებთ ამას?

– რა თქმა უნდა, მოწყენილიც ვარ ხოლმე, ნერვებიც მაქვს მოშლილი, მაგრამ ძირითადად ვცდილობ, კარგ განწყობაზე ვიყო… ასეთი ვარ…

– მაშინ, როცა ტიკტოკზე გამოჩნდით, ყველა აღნიშნავდა, რომ მაკა ასათიანს ჰგავხართ. რა რეაქცია გაქვთ ამაზე და თავად თუ იცნობთ მას?

– ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია. მგონია, რომ მაკა ასათიანზე ლამაზი ქალი დედამიწაზე არ დაიარება. ძალიან მსიამოვნებს, როცა ამას მეუბნებიან. მაკას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მიყვარს (იცინის).

– როგორ გაიცანით დათო?

– მე ძალიან პატარა ვიყავი, როცა დათისთან მუშაობა დავიწყე. მერე ძალიან დავმეგობრდით და ერთ დიდ ოჯახად გადავიქეცით.

– თქვენი გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კარგი წყვილი იქნებოდით, ზოგი ფიქრობს, რომ ერთად ხართ. ხართ რეალურად წყვილი?

– რეალურად, წყვილი არ ვართ და არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი ბრალია, თავიდან ეგრე რომ ეგონათ… თავიდან ძალიან გავერთეთ. მერე მივხვდით, რომ ვიტყუებოდით და ცოტა არასწორი იყო… გადავწყვიტეთ, გვეთქვა სიმართლე.

თუმცა, არც ის გვითქვამს, ერთად ვართ, ან არ ვართ-თქო, ინტრიგა იყო… მერე გადავწყვიტეთ, სიმართლე გვეთქვა. ცხოვრებაში მეგობრობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. არ მგონია, რომ ვინმეს ისეთი მეგობარი ჰყავდეს, როგორიც ჩემთვის დათია.

გუგაზე წერდნენ ხოლმე, როგორ არ არის შენი შვილი, ზუსტად შენნაირი თვალები აქვსო. მიუხედავად იმისა, რომ გუგა პატარაა, ზუსტად ისეთივე მეგობარია, როგორიც დათი.

გუგა ძალიან პატარა იყო რომ გავიცანი და ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ვერ ავხსნი, რომ ვხსნი არც სჯერათ…

– თქვენი გამომწერები ხშირად წერენ, რომ დათოს უყვარხართ და ეს მის თვალებში იკითხება. ამაზე რა რეაქცია გაქვთ ხოლმე?

– (იცინის) სპეციალურად აკეთებს. დათის ძალიან ახლოს უნდა იცნობდეთ, რომ მიხვდეთ, როგორი მაგარი ადამიანია. ძალიან განსხვავებულია.

 

 

 

 

 

წყარო : პრაიმტაიმი

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • 14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • დღეს თამარობაა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge