საქართველოში 4 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მთაში და მაღალ მთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 31 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 31 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.