Saturday, May 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფსიქიატრის ჩარევა დამჭირდა, ვმკურნალობდი…” – რა შეემთხვა ჩცდ-ს ლუნას

January 27, 2023
“ფსიქიატრის ჩარევა დამჭირდა, ვმკურნალობდი…” – რა შეემთხვა ჩცდ-ს ლუნას

– ქეთი, რომელი კერძი უნდა იყოს აუცილებლად შენს საახალწლო სუფრაზე?

– (იცინის) არ მაქვს გამორჩეული კერძი, რომელიც აუცილებლად ახალი წლის დღესასწაულისთვის უნდა მოვამზადო. შარშან შემწვარი კარტოფილი მქონდა. სპეციალურად ახალი წლისთვის კი არ შევწვი, უბრალოდ, მინდოდა… შარშანწინ ახალ წელს მარტო ვიყავი, 1 ჭიქა შავი ღვინო გეახელი, დავწექი და დავიძინე… საჭიროდ არ მიმაჩნია, სპეციალურად ახალი წლის
დღესასწაულისთვის კერძები მოვამზადო.

– დილით, როცა იღვიძებ, ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?

– ყავა. მიხარია, რომ ცოცხალი ვარ და ყავა უნდა დავლიო. საერთოდ, “ყავისტი” არ ვარ – მხოლოდ დილით ვსვამ. ყავის სურნელს რომ ვგრძნობ, მოტივაციაც მოდის. ბედნიერი ვარ, რომ დილა თენდება და ყავა “მელოდება”…

– დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, ვის ესაუბრები?

– ჩემს შვილს. ვეკითხები, – სახლში როდის მოხვალ? დღეს ბევრი უნდა იმუშაო-მეთქი (იცინის)?

– მეგობრები მოფერებით რას გეძახიან?

– ქეთის, ქეთოს, ზოგი – ქეთინოსაც… პრობლემა არ მაქვს: ვისაც რა უნდა, ის დამიძახოს.

– როგორ სიზმრებს ხედავ?

– სიზმრებს იშვიათად ვხედავ. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ჩემი გარდაცვლილი და დამესიზმრა: თითქოს ერთად ვიყავით – სტუმრად მოვიდა. ვიცოდი, რომ ამქვეყნად არ იყო და გაოგნებული ვიყავი, როგორ მოვიდა-მეთქი?!.

– ოდესმე დეპრესიაში ან ისეთ სტრესში თუ ყოფილხარ, რომ ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირვებია?

– რა თქმა უნდა, ფსიქოლოგის დახმარებაც დამჭირვებია და ფსიქიატრისაც… ჩვენს ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ფსიქიატრი თუ დაგჭირდა, რთულ სიტუაციაში ხარ. ძალიან ცუდია, ვინც ასე აღიქვამს. პირადად მე, ეს ჩვეულებრივად მიმაჩნია…დეპრესია ძალიან რთულად მქონდა – ფსიქიატრის ჩარევა დამჭირდა. ვმკურნალობდი… ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი.

– შეგიძლია, მიზეზი გვითხრა, რის გამოც დეპრესია დაგემართა?

– კონკრეტული მიზეზის გამო არ ყოფილა. ვინც ამ საკითხში ჩახედულია, მიხვდება: შეიძლება დეპრესიას მიზეზი არ ჰქონდეს. სამწუხაროდ, დეპრესია რამდენჯერმე მქონდა…

– 1 თვის განმავლობაში 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

– წენგოსფერი ძალიან მომწონს. კონკრეტულად მწვანეს ხომ სხვადასხვა ტონალობა აქვს, არა? უშუალოდ კაკალს გარედან მწვანე ქერქი რომ აქვს, ეგ მომწონს.

– ასეთი ფერის ბევრი სამოსი გაქვს?

– არა. დღეს ვეძებდი ასეთი ფერის სამოსს (იცინის).

– რომელი საკვების ჭამის ცდუნებას ვერ უძლებ დიეტის დროსაც კი?

– გურმანი არ ვარ. ერთადერთი, ყველის გარეშე ვერ ვძლებ.

– მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, როგორ გაანაწილებდი, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავდი?

– ჩემს ახლობლებს აუცილებლად რაღაცებს ვაჩუქებდი, სიურპრიზებს მოვუწყობდი. გავიგებდი, ვის რა სჭირდება. შეიძლება, მათთვის ბინები ვერ მეყიდა, მაგრამ მცირეოდენით თუ გავახარებდი, ეს ბედნიერებას მომანიჭებდა… თანხას ჩემთვისაც გამოვიყენებდი.

წყარო: მარაო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • ლაგოდეხში ქალის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
  • გადავუგზავნეთ ჩვენს მთავარ ოფისს და პასუხიც შესაბამის დროში იქნება – ჰერჩინსკი პაპუაშვილის წერილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge