ქუთაისის N15 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა სკოლის ყოფილი მასწავლებელი ზაზა ქანთარია.
“სსიპ ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლა დიდ მწუხარებას გამოთქვამს სკოლის ყოფილი მასწავლებლის ზაზა ქანთარიას გარდაცვალების გამო. გულისტკივილით თანაუგრძნობს ოჯახს, მეუღლეს, ჩვენს კოლეგას ქეთევან ბაბუნაშვილს, შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს. .
ბატონი ზაზა გამორჩეული ადამიანი და ასევე გამორჩეული მასწავლებელი იყო მოსწავლეთა თაობებისათვის:
“ჩვეულებრივი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო,ჩვეულებრივად წიგნში დაწერილი უნდა მოგვეყოლა,ან
წაგვეკითხა.
მასწავლებელმა წიგნი დაკეცა და საუბარი დაიწყო.
უცნაური შეგრძნება იყო…
არასდროს,არასოდეს,ჩემს სასკოლო გამოცდილებაში,არავის,წიგნი არ დაუკეცია და არ გადაუხვევია გაკვეთილიდან.
დავიწყეთ საუბარი,საინტერესო თემაზე,რეკლამირება და მარკეტინგი….რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ისე უეცრად გავიდა 45 წუთი, საერთოდ ვერავინ ვიგრძენით.
ვსაუბრობდით,ვიცინოდით,ვკამათობდით და ცოდნას ვიღებდი.
ზარი დაირეკა….
პირველად,არავინ წამოდგა და არავინ გარბის…
არავინ,ელოდებოდა გაკვეთილის დასრულებას და დერეფანში გაქცევას.
გვინდოდა,რომ გაკვეთილი გაგრძელებულიყო.
და მე ვოცნებობდი,რომ ესეთი ბევრი გაკვეთილი მქონოდა,ესეთი საინტერესო არასოდეს, არაფერი მომხდარა, ჩემს ცხოვრებაში.
დღეს სამშობლოდან 5000 კილომეტრის მოშორებით, გავიგე,რომ მასწავლებელი,რომელმაც ჩემში ეს აღტაცება,გაოცება,ახლისკენ სწრაფვა,პირველად გამოიწვია, აღარ არის.
ასეთი ხალხი,არასდროს მიდის,ასეთი ხალხი ყოველთვის ტოვებს ჩვენში კვალს,რომელიც მომავლისკენ სწრაფვას,ახლის შემოტანას და წესებიდან გადახვევას(კარგი გაგებით) გვასწავლის.
ეგ ვართ ჩვენ,ეგ გვიყვარს ახალ თაობას…
ეს ადამიანი იყო, ახალი თაობის მასწავლებელი,ახალი თაობის ადამიანი…
მიყვარს და მემახსოვრება,სიცოცხლის ბოლომდე”. გიორგი ძნელაძე
მასწავლებლობაც სწორედ ამ სიტყვებისათვის ღირს!!!!…
ვალმოხდილს გემშვიდობებით და “…გზა უვალი თქვენგან თელილი”, თქვენი მოსწავლეების ემოციებსა და ბავშვურ გულისთქმებში გაკვალული სიყვარულის ბილიკებით გაცილებთ.
ნახვამდის…
შეხვედრამდე, ღირსეულო ადამიანო💔” -ნათქვამია განცხადებაში.