ქორწილის თარიღის არჩევისას, ბევრი შეყვარებული მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს – იმ იმედით, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას მოუტანს მათ კავშირს.
ხშირად ქორწილის თარიღის არჩევა სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, შაბათ-კვირა იქნება თუ სამუშაო დღე და შეძლებენ თუ არა სტუმრები დაესწრონ წყვილის ზეიმს. ბოლო წლებში ახალდაქორწინებულები სულ უფრო ხშირად ირჩევენ სიმბოლურ თარიღებს იმ იმედით, რომ ეს მათ ქორწინებას კიდევ უფრო ბედნიერს გახდის.
23-ე დღე
ეჭვი არ გვეპარება, რომ 2023 წლის ყოველი თვის 23 რიცხვში ქორწილების
დიდი რაოდენობა გაიმართება. 23/02/2023, ალბათ, განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება, რადგან ის პრაქტიკულად სარკის თარიღია.
03.03.2023
მარტის პირველი ხუთშაბათი, ალბათ, ყველაზე სიმბოლური თარიღია 2023 წლის ქორწილისთვის. ალბათ, 03/03/2023 ასევე არანაკლებ მოთხოვნადი იქნება: სამეული ხომ ყოველთვის ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება.
07/07/2023
მნიშვნელოვან თარიღში შვიდიანის კომბინაცია ახალდაქორწინებულებს ყოველთვის მოსწონთ. ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ: ჯამში რიცხვები 2,0,2,3 ასევე შვიდის ტოლია. გამოდის, რომ სიძლიერის თვალსაზრისით, 07/07/2023-ის ღირებულება თითქმის იგივეა, რაც ადრე, მაგალითად, 07/07/2007 იყო.
წყარო: marao.ge