ვერძი
კარგი იქნება, თუ დროებით გაერიდებით სამსახურებრივ და ოჯახურ მოვალეობებს. მეტად დაისვენეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად.
კურო
პირად საკითხებში ელოდეთ სიურპრიზებს. შესაძლოა, დღეს თქვენს მიმართ მეტი ყურადღება გამოხატონ.
ტყუპები
სასურველია, თუ დღეს მეგობრების წრეში გაატარებთ, ისაუბრეთ მათთან სამომავლო გეგმებზე. სახლში შესაძლოა, შინაურებმა განწყობა გაგიფუჭონ და ამის გამო განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ.
კირჩხიბი
დღეს, მეტად ხართ მომართული შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისკენ, შესაძლოა, არაერთი საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ, თუმცა, თავი შორს დაიჭირეთ ცუდი რეპუტაციის ადამიანებისგან.
ლომი
სამსახურში შექებას დაიმსახურებთ, რაც საკმაოდ კარგად აისახება თქვენს რეპუტაციაზე და იმიჯზე.
ქალწული
სამსახურეობრივ საქმეებში ელოდეთ მხარდაჭერასა და დახმარებას გავლენიანი ან ასაკოვანი ადამიანებისგან.
სასწორი
დღეს მეტ წარმატებას მოგიტანთ პარტნიორული ურთიერთობები და გუნდური პრინციპები, რაც ძალიან კარგად აისახება ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებებზე და გაზრდის თქვენს პოპულარობას.
მორიელი
დღეს, არის ალბათობა, საქმეებში გარკვეულმა ბარიერებმა იჩინოს თავი. რთული სიტუაციების გამოსასწორებლად და დასარეგულირებლად, მოიძიეთ საჭირო კავშირები.
მშვილდოსანი
დღეს, შესაძლოა, დაგიბრუნონ ვალი ან რაიმე ნივთი, რომლის არსებობაც შეიძლება აღარც გახსოვდათ. კარგია დღე საყიდლებისთვის.
თხის რქა
მოუფრთხილდით თქვენს ნერვებს და საქმეები გადაანაწილეთ სხვა ადამიანებზე, მათი შესაძლებლობების მიხედვით.
მერწყული
პარტნიორის მხრიდან გაგება და თავაზიანობა გიბიძგებთ, გაიხსნათ. კარგი იქნება, თუ დღეს პირად საკითხზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.
თევზები
თქვენს მოვალეობებს წარმატებით გართმევთ თავს, საკმაოდ ნაყოფიერია პირადი სფეროც, ამიტომ აუცილებლად გამონახეთ დრო რომანტიკული შეხვედრისთვისაც.