პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ვის მოსწონს თუ არ მოსწონს, ან წყენა გაქვთ, განა ამის დროა ახლა???!!! ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, სულ ცოტა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფოს შენებას რომ თავი დავანებოთ, ნავთქურიდან უშუქობიდან, წკვარამიდან, შუქს და წყალს რომ ვყარაულობდით დღეებით საათობით, აი ამ ყველაფრიდან -აქედან რომ ქვეყანა ამოიყვანა იმ პრეზიდენტს კლავენ და თავი ეჭრება ქვეყანას ხალხნო ………სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ ცოტა , სულ ოდნავ მაინც!!!! ვაიძულოთ ხელისუფლება თანამონაწილენი არ გაგვხადონ მკვლელობის!“ – წერს ჩარკვიანი.
