გამოცემა Forbes-ს ცნობით, სერბეთი ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იმყოფება სპორტსმენების დაფასების მხრივ, რაც სხვადასხვა პრიზში გამოიხატება.
მაგალითად, როდესაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ზურამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სერბეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ბრინჯაოს მედლის მოპოვებისთვის ქართველისთვის და მისი მწვრთნელისთვის პრიზის სახით 50 000 ევრო გადაეხადათ.
შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან ეს სერბეთის სახელით მოახერხა.
სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში 2022 წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დასახელდა.
შეგახსენებთ, დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრები ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო დატოვა და ის სერბეთის სახელით აგრძელებს ასპარეზობას.