2023 წლის 22 იანვარი ჩინურ ზოდიაქოში კურდღლის წელი დადგა. ასტროლოგები ასახელებენ 4 ნიშანს, რომელთათვისაც მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება:
კურდღელი
დომინანტური ნიშნის წარმომადგენლებისთვის წელი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. ისინი შთამბეჭდავი შესაძლებლობებით დაჯილდოვდებიან და მნიშვნელოვანი პერსპექტივა გაეხსნებათ. ეს შეიძლება დაწინაურება ან ხელფასების მნიშვნელოვანი მატება, ან კიდევ შეიძლება სრულიად უპრეცედენტო შესაძლებლობა იყოს, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. კურდღლის წელში დაბადებულ ადამიანებს სიყვარულშიც გაუმართლებთ და ჰარმონიულ ცხოვრებას შეძლებენ. ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები კი ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან.
თხა
ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დიდი ხნის ნანატრი წარმატება უკვე ახლოსაა. კარიერული წინსვლის ძალიან დიდი შანსი გაქვთ, რაც თქვენს ფინანსურ სფეროს განსაკუთრებით გააძლიერებს და ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. ყველა წამოწყება, ინიციატივა თუ იდეა სამყაროს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება და ნანატრი ოცნებების ახდენას შეძლებთ. 2023 წელი თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი წელი იქნება. საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში უკეთ გაერკვევით და სამომავლოდ ნაბიჯების გადადგმასაც შეძლებთ.
ღორი
2023 წელს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით და ბევრი მიმართულებით მიაღწევენ წარმატებას. განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში გაგიმართლებთ და მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ მომგებიანი პროექტები, საქმეები თუ წამოწყებები გექნებათ. მატერიალურად დაწინაურებას შეძლებთ, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, რომ მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთოთ. კურდღლის წელი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით ჯანსაღ, კომფორტულ ურთიერთობას გპირდებათ, რომელიც დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ.
ვირთხა
2023 წლის განმავლობაში საქმიან და ფინანსურ სფეროში განსაკუთრებული წარმატება გელით. შეძლებთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც თქვენზე დადებითად აისახება და სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ. კარგი ფინანსური მდგომარეობა და მომგებიანი პროექტები მთელი წლის განმავლობაში გაგანებივრებთ. ბევრ ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენთ და საკუთარ თავს სხვადასხვა მიმართულებით განავითარებთ. სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით შესაძლოა, რადიკალური ცვლილებები არ გქონდეთ, მაგრამ აქაც შეძლებთ, რომ 2023 წელს კარგი მოგონებები დააგროვოთ.
წყარო: ბომონდი