საგარეჯოდან კიდევ ერთი სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება.
შეგახსენებთ, საგარეჯოში ღამით უმძიმესი ტრაგედია მოხდა. 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. რაც შეეხება, თავდამსხმელს – სპეც. ოპერაციის დაწყებიდან მალევე მან თავი მოიკლა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სწორედ აქ იმყოფებიან, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ როგორც კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე იმ საცხოვრებელ ბინაში, სადაც 48 წლის თავდამსხმელი იმყოფებოდა.
ირკვევა, რომ იგი იყო საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი და მას არ ჰქონდა ურთიერთობა მეზობლებთან. ასევე, ცხოვრობდა მარტო და კონტაქტობდა მხოლოდ ერთ შვილთან, რომელიც შემთხვევის დროს სწორედ მის სახლში იმყოფებოდა, მაგრამ შეძლო ტერიტორიის დატოვება. ის სავარაუდოდ ახლა იკითხება პოლიციის განყოფილებაში.
გაირკვა, რომ თავდაპირველად მამაკაცმა ცეცხლი გახსნა საცხოვრებელი კორპუსის შიდა პერიმეტრიდან, დაჭრა ეზოში მყოფი 2 ადამიანი. ამის შემდეგ მეზობლების დასახმარებლად მოსულ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, ეს გახლავთ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ასევე, ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
@lashababukhadia 🎥"რა გავაკეთე ღემრთო რა გავაკეთეე?"- სულისშენძვრელი კადრები, რომელმაც მთელი ქვეყანა საგონებელში ჩააგდო😭😢#fo #ფორ #foryoupage #foryou ♬ original sound – lashababukhadia