როცა მასთან გადავიკვეთე, შიში მქონდა, მაგრამ ბუბას ლეგენდარულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მისთვის ასაკობრივი ბარიერი არ არსებობდა – მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ის პერიოდი გაიხსენა, როცა ,,ვერის უბნის მელოდიებზე” მუშაობისას ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად მუშაობა მოუხდა.
მუდამ ჩვენს გულებში იქნება – ამბობს სოფო ნიჟარაძე.
ბევრჯერ გადავეკვეთე, მქონდა ეს ბედნიერება, პირველად ეს იყო ,,ვერის უბნის მელოდიების” დროს. თავიდან, სიმართლე ითქვას, მქონდა შიში და მოკრძალება, რომ ამხელა ლეგენდასთან ერთად მიხდებოდა სცენაზე დგომა, თამაში, სიმღერის შესრულება, მაგრამ მისი ლეგენდარულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მასთან ბარიერი არ არსებობდა, არც ასაკობრივი, არც არანაირი, ყველანაირ სტრესს და უხერხულ მდგომარეობას ისე გიხსნიდა, რომ რაღაცნაირად თავისუფალი ხდებოდი.
მისი მადლიერი ყოველთვის ვიქნები, რადგან მის კონცერტებზე ყოველთვის მპატიჟებდა. მუდამ ჩვენს გულებში იქნება – ამბობს სოფო ნიჯარაძე.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დიდ მომღერალთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს.
ხავხტანგ კიკაბიზეს ანდერძის ტანახმად ვერის სასაფლაოზე დაკრზალავენ.
ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
