„მისი არც გვირაბის გათხრის სჯერა ვინმეს და არც ღრუბელ-ღრუბელ რომ დაფრინავდა თვითმფრინავით და იმალებოდა თურმე თბილისიდან ფოთისკენ მიმავალ გზაზე. ასეთი ტყუილების აღარავის არ სჯერა. ერთდღიანი გასართობი დამთავრდა”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.
„უკრაინის მოქალაქე პრეზიდენტყოფილმა, თქვა რომ მზად არის, იტვირთოს რაღაცები, თქვა, ზმნები გამოელია, უნდა ჩამოსვლა, ვერ გაბედა თქვას, რომ ჩამოვა იმიტომ, რომ ვერ ჩამოვა, იმიტომ, რომ არის მშიშარა, ეშინია მართლმსაჯულების ისევე, როგორც ეშინოდა მაშინ იმ თვითმფრინავის, ტალახში რომ ფორთხავდა.
ჩვენ მაინც გვინდა, რომ ჩამოვიდეს, შეუძლია – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, უნდა პრემიერ-მინისტრად გამოაცხადოს თავი, უნდა იმპერატორად, შესაბამის სკიპრას გაუმზადებენ.
რა მოვისმინეთ მისგან? თქვა, რომ კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს, აღიარებს შეცდომებს, დანაშაულებს. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს სასამართლომ მას სამართლიანად მიუსაჯა ის, რაც მიუსაჯა და რაც აქვს მოსახდელი და მოიხდის აუცილებლად.
კიდევ რა თქვა? რომ სამართლიანობის აღდგენა არის მისი ოცნება და ამისთვისაა გამზადებული რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ადგილი, რომ სამართლიანობა აღდგეს და ყველა დამნაშავემ მისი ხელმძღვანელობით მოიხადოს სასჯელი.
ვიღაცას, შეიძლება, ჰგონია რომ სააკაშვილის ეს განცხადება მუხტის ამწევია, მაგრამ შეიძლება მართლაც ყოფილიყო მოსახლეობის ნაწილისთვის მუხტის ამწევი, რომ ეთქვა ჩამოვდივარ ამა და ამ რიცხვში, მაგრამ ამასაც ვერ ბედავს.
მისი არც გვირაბის გათხრის სჯერა ვინმეს და არც ღრუბელ-ღრუბელ რომ დაფრინავდა თვითმფრინავით და იმალებოდა თურმე თბილისიდან ფოთისკენ მიმავალ გზაზე. ასეთი ტყუილების აღარავის არ სჯერა. ერთდღიანი გასართობი დამთავრდა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.