„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩემი ლიფტი ჩემია, მაგრამ სხეული კალაძის“ , – წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, დღეს კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ლიფტები და სადარბაზოები მაცხოვრებლების საკუთრებაა და მათი გამართულად მუშაობა ხალხმა უნდა უზრუნველყოს.
