ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ადამიანს სამი დაბადების დღე აქვს ცხოვრებაში, რომელსაც შემდეგნაირად განმარტავს:
„ნათლისღება მეორე შობაა. ნათლისღებით ადამიანი იბადება ეკლესიაში.
ადამიანებს სამი დაბადების დღე გვაქვს – პირველი, როცა ჩვენ დედის მუცლიდან ვიბადებით, მეორე – როცა ჩვენ ღვთის წინაშე, ეკლესიის წიაღში ნათლობით ვიბადებით და მესამე და უმთავრესი – როცა ამ ქვეყანას ვტოვებთ.
როცა ჩვენი სული და სხეული ერთმანეთს ეყრება და მარადიულობაში გადავინაცვლებთ. ეს ორი დაბადების დღე უნდა ემსახურებოდეს მესამე დაბადების შეხვედრას – როცა ფიზიკურად, სხეული დავიბადე, სული დავიბადე, ეს ყველაფერი უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ მარადიულ ცხოვრებაში შეხვდე ღმერთს და მის წინაშე წარდგე.“ – ამბობს მამა შალვა კეკელია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში.