ვეფხვის წელმა 2022 წელს ადამიანებს ბევრი საზრუნავი და წუხილი მოუტანა. თუმცა ზოლიანი მტაცებლის მეფობა დასასრულს უახლოვდება და ყველას დიდი სურვილი აქვს გაიგოს, რა ელოდებათ შავი კურდღლის წელიწადში. ამაზე სტატიაში დეტალურად ვისაუბროთ.
შავი კურდღლის წელს ასევე კატის ან წყლის კურდღლის წელსაც უწოდებენ.
კურდღელი ტრადიციულად მშიშარა და მორცხვ ცხოველად ითვლება, მაგრამ სინამდვილეში მას ფარული გამბედაობა გააჩნია. საჭიროების შემთხვევაში სიცოცხლისთვის ბრძოლა შეუძლია, ანუ აშკარა სისუსტის მიღმა ძალა და გამარჯვების სურვილი იმალება.
კურდღლის წელიწადში რეკომენდებულია ოჯახურ საკითხებზე ფიქრი (მაგალითად,
ურთიერთობების ლეგიტიმაცია ან შვილის გაჩენა), მაგრამ კარიერულ ზრდას ნუ დაელოდებით.
შავ კურდღელს მშვიდი ცხოვრება უყვარს, ამიტომ ადვილად მოგვარებადია საბინაო საკითხები – შეგიძლიათ უსაფრთხოდ აიღოთ იპოთეკა, შეცვალოთ საცხოვრებელი, გადახვიდეთ ოცნებების ქალაქში…
კურდღელი მეგობრულია: ამ წელს შესაძლოა ძველი მეგობრობა განახლდეს და ახლები წარმოიშვას. თუ თავად დიდი ხანია გეგმავთ თქვენი სოციალური წრის გაფართოებას, ახლა სწორედ ამის დროა.
უმჯობესია 2023 წელს დასვენება დაგეგმოთ 7/8 ივლისიდან 6/7 აგვისტომდე – ამ პერიოდში ახლობლებთან კონფლიქტი გელოდებათ, ამის თავიდან ასაცილებლად კი ეგზოტიკური მოგზაურობა იდეალური გამოსავალია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კურდღელი არც ისე მშვიდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში პრობლემები გელოდებათ – ნუ შეშინდებით, ყველაფერი მოგვარდება. შავ კურდღელს არ აქვს ისეთი ამბიციები, როგორიც მტაცებელი ვეფხვს. 2023 წელს მსოფლიო წესრიგი თანდათან დასტაბილურდება და პოლიტიკურ ასპარეზზე კონფლიქტები ჩაცხრება.
წყარო: marao.ge