საბჭოთა კავშირის ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა მოსკოვის “სპარტაკის” კაპიტანზე, გიორგი ჯიქიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქიჯიას შეუძლია, მადრიდის „რეალში“ ითამაშოს.
„ვფიქრობ, გიორგის შეუძლია ყველაზე არისტოკრატულ ესპანურ გუნდში ითამაშოს – “რეალში”. დარწმუნებული ვარ, გაუძლებს ამ დონეს და სასტარტოშიც მოხვდება. მატჩების დროს შეცდომებს არ უშვებს. “რეალში”, როგორც სახლში, ისე იქნება. ვფიქრობ, ტრანსფერი შესაძლებელია” , – განაცხადა კავაზაშვილმა.