ყველა დროის ვარსკვლავი სოფი ლორენი სწორად იკვებება. ის თითქმის ყველაფერს ჭამს, ოღონდ ცოტ–ცოტას.
მისი აზრით, ამა თუ იმ პროდუქტის გამორიცხვა სულაც არ არის კარგი, სამჯერადი კვება კი აუცილებელია.
სოფის მაკარონის მომზადების თავისი რეცეპტი აქვს.
ავიღოთ ერთი შეკვრა მაკარონი და ჩავშუშოთ ტაფაზე ცოტა წყალსა და ცხიმთან ერთად, სასურველია მცენარეული ცხიმი შევარჩიოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, ყველანაირი მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
გაფორმება ჩვენზეა, შეგვიძლია დიდ ლანგარზე ჯერ მწვანე სალათის ფურცლები დავაფინოთ და შემდეგ კერძი დავდოთ; ირგვლივ კიტრი შემოვაჭრათ, მოვასხათ მაიონეზი ან არაჟანი. ასეთ საჭმელს ყველი და მოხარშული ძეხვიც უხდება. თუ სოკო გიყვართ, შეგიძლიათ ისიც ჩააშუშოთ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელი მსახიობის, სოფია ლორენის შვილი, კარლო პონტი ქართველ მარიამ შარმანაშვილზეა შეყვარებული და მან ახალი წელი თბილისში გაატარა.
მოგვიანებით კარლო პონტიმ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ქართველ შეყვარებულს, მარიამ შარმანაშვილს რამდენიმე პოსტი მიუძღვნა:
“ვგიჟდები ჩემს უდიდეს სიყვარულზე.
მარიამ შარმანაშვილი, ქართველი მერილინ მონრო, საქართველო საუკეთესოა!!!
“ნიაზ დიასამიძის წარმოუდგენელ საშობაო ლაივ პერფორმანსს ვესწრები თბილისში, საქართველოში, Lisi Event Hall-ში, ჩემი მუზა და შთაგონება, მარიამ შარმანაშვილს სიყვარულით, სიხარულითა და მადლიერებით სავსე 2023 წელს ვუსურვებ!!!”, – წერს პონტი.
შეძლებს თუ არა მისი სარძლო ქართული კულინარიით სადედამთილოს თავი მოაწონოს ჯერ-ჯერობით უცნობია.
