გოჩა ჩერტკოევი და მისი მეუღლე შორენა 90-იანი წლებიდან ამერიკაში ცხოვორბენ. წლების მანძილზე მათ არაერთ პრესტიჟულ ტურნირში გაიმარჯვეს. არც ისე დიდი ხნის წინ მათ დალასში გახსნეს თავიანთი სტუდია – Gocha & Shorena’s Center of Dance, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცენტრში ბავშვებიც დადიან და უფროსებიც, რომლებსაც ან პროფესიონალურად უნდათ ცეკვების შესწავლა, ან კიდევ საქორწილო ცეკვის დადგმა სურთ.
წყვილი ამ ადგილას ძალიან დიდ დროს ატარებს სტუდიაც საკუთარი გემოვნებით მოაწყეს. აქ ეთნიკური სტილისა და ავანგარდის ნაზავი იგრძნობა. სავარჯიშო დარბაზთან ერთად არის მოსასვენებელი კუთხე და საგულშემატკივრო ტერიტორია.


რაც შეეხება სახლს, წყვილი ვაჟთან – ლევანთან ერთად ცხოვრობს და როგორც ამბობენ, ძალიან მეგობრობენ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასთან.

გოჩა ჩერტკოევის ვაჟი

სახლში რამდენიმე ძაღლიც ცხოვრობს, რომლებიც პატრონების დიდი სიყვარულით სარგებლობენ.

სახლშიც და სტუდიაშიც ბევრი ხელნაკეთი ნივთია. ეს ორიგინალური ხელნაკეთი მაგიდა სტუდიას ამშვენებს.
