სასახლის მხატვრული კითხვის შემსწავლელი წრის პედაგოგი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, მსახიობი, მხატვრული კითხვის უბადლო ოსტატი, გულო ყიფიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“მოსწავლე- ახლგაზრდობის სასახლე ღრმა მწუხარებით იუწყება , რომ გარდაიცვალა სასახლის მხატვრული კითხვის შემსწავლელი წრის პედაგოგი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, მსახიობი, მხატვრული კითხვის უბადლო ოსტატი, გულო ყიფიანი. მშვენიერი სულით და ხორცით, ქალური მომხიბვლელობით, ტკბილმოუბარი ქალბატონი, რომლის სადღეგრძელოს ქუთაისელი ვაჟკაცები ვარდის ფურცლიდან სვამდნენ. წლებმა ვერაფერი დააკლო მის განსაკუთრებულ ღირსებებსა და პროფესიონალიზმს. სასახლისთვის კი უდიდესი დანაკლისია ქალბატონი გულო ყიფიანის გარდაცვალება.
ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, ნათესავებს… ვუსამძიმრებთ სავარდო და სამაისო ქუთაისს. ვარდფურცლობის დროს დაიბადა და ვარდის სურნელით გაჟღენთილი მივაცილებთ უკანასკნელ გზაზე ჩვენსა ძვირფას კოლეგას, ქალბატონ გულო ყიფიანს.”