უკრაინელი პოლიტიკოსი, ლიზა იასკო მომღერალ და მსახიობ, ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს.
“ის წავიდა… ვახტანგ კიკაბიძე. ძალიან კეთილი ადამიანი, რომელიც გულწრფელად უჭერდა მხარს მიშას. უდიდესი დანაკარგია. ძალიან ვწუხვარ. ეს საქართველოსთვის დიდი დანაკარგია.
ძალიან მხიარული და გულწრფელი იყო. საოცარი გზა განვლო.
ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. მიშას გასათავისუფლებლად ღიად სთხოვდა დახმარებას მსოფლიოსა და უკრაინას. უკრაინის 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში ის ჩვენთან, უკრაინელებთან ერთად იყო. უკრაინელებს ის უყვარდათ და პატივს სცემდნენ”, – წერს ლიზა იასკო.