უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანტონი გერაშენკო წერს:
„ლეგენდა წავიდა: მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2008 წლიდან, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მან შეწყვიტა წარმოდგენები რუსეთის ფედერაციაში.
ის ასევე ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, ღიად გმობდა პუტინს და სძულდა ყველაფერი, რაც “რუსულ სამყაროსთან” იყო დაკავშირებული”, – წერს გერაშენკო.
შეგახსენებთ, მომღერალი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს და მკურნალობას გადიოდა. ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა როგორც ჩანს დღეს მისი მდგომარეობა გაუარესდა.