ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ესტონეთში ქართული საზოგადოების ყოფილი თავმჯდომარე ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“როცა ტალინში მოთოვს და გზები ყინულიანი ხდება… ასეთ ყუთების ნახავთ ტრანსპორტის ყველა გაჩერებაზე. ისინი სპეციალური დაფქვილი ქვებით არის სავსე. ჰოდა მოდის მერიის სამსახური, ახსნის თავს და მიმოაპნევს ამ ქვებს რომ სიარული გაადვილდეს. მთავარი კი ის არის რომ ეს ყუთები მუდამ ღიაა და თუკი მოქალაქეები ხედავენ რომ პრობლემაა და სპეც სამსახური არ ჩანს, შეუძლიათ თავად მიმოაპნიონ ის და გაადვილონ გადაადგილება” – წერს ზაზა წერეთელი და გაჩერების გვერდით მოთავსებული ყუთების ფოტოებს აქვეყნებს.
