Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს კატასტროფული ფოტოები უნდა დავბეჭდო და ქალაქში გამოვფინო” – რას აცხადებს გურამ ბაღდოშვილი

January 13, 2023
“ეს კატასტროფული ფოტოები უნდა დავბეჭდო და ქალაქში გამოვფინო” – რას აცხადებს გურამ ბაღდოშვილი

პიროტექნიკის აფეთქებას ბედად გადარჩენილი შეფ მზარეული, გურამ ბაღდოშვილი სადღესასწაულო “ასაფეთქებლების” წინააღმდეგ კამპანიის წამოწყებას აპირებს.

გურამს ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გასროლისას, მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა.

“სამი ქირურგი მუშაობდა ჩემს ხელზე. ჩემთან ერთად გაათენეს ახალი წლის ღამე. ხელს რომ ვუყურებდი, თითები კი არა, მეგონა, მთლიან მტევანს ვკარგავდი”, – ამბობს გურამი.

როგორც შეფ მზარეული გვიყვება, აქამდე შაშხანების ზიანის შესახებ ინფორმაციებს არ ფლობდა. საკუთარი უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ კი, პიროტექნიკაზე ბევრი რამ შეიტყო. თვლის, რომ ეს სწორედ მას იმიტომ გადახდა, რომ მსგავსი უსიამოვნება სხვებს აარიდოს.

გურამ ბაღდოშვილი: ახლიდან დავიბადე. ახალი ადამიანი, სამყაროს სხვანაირი ხედვით. არ ვნანობ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩემგან მესიჯის გაშვება იყო საჭირო და მე ამას გავაკეთებ. სრულად რომ გავჯანსაღდები, პიროტექნიკის წინააღმდეგ კამპანიას წამოვიწყებ.

მივხვდი, რომ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად უნდა მიმეწვდინა ხმა, რომ ეს არა მხოლოდ ჯანმრთელობას აზიანებს, არამედ ბუნებას, საცხოვრებლებს. ეს არის მავნებელი “ბრჭყვიალა სიკვდილი”, რომელსაც არაფერი კარგი არ მოაქვს. ჩემი ტელეფონით ბევრი ფეიერვერკი გადამიღია. ბოლოს დუბაიში ვნახე საოცარი რამ, აღფრთოვანებული დავრჩი. ალბათ, იქიდან მქონდა ჩარჩენილი ამ სილამაზეზე…

რაც მოხდა, ეს ალბათ, კარმა იყო, გაფრთხილება იყო… მე რომ ამ შაშხანების “მომხმარებელი” ვყოფილიყავი, კიდევ მესმის ამგვარი ზიანი, მაგრამ არასდროს ცხოვრებაში არ მიყიდია. პირველად გავისროლე. სპონტანური სისულელე მომივიდა. წერდნენ “ჭკუის მასწავლებლები” მიწაში უნდა ჩაგერჭო, ხეზე უნდა მიგებაო… სისულელეა. ხელის მაშხალაა და ინსტრუქციაც აწერია. მეორე ხომ მაქვს, მსგავსი, სხვისთვის რომ უნდა მეჩუქებინა.

ახლა რეაბილიტაციას გავდივარ, ტკივილები მაქვს. გამაყუჩებლის გარეშე არაჩვეულებრივად ვიტან ტკივილს. ძლიერი ვარ, ძლიერი, ეგრე მალე ვერ მომიშორებენ. ღმერთს ვუყვარვარ. ისეთ ფოტოებს მიგზავნიან დაზარალებულები, ქორწილებზე და დაბადების დღეებზე რომ შაშხანებით დაზიანდნენ, ამას რომ ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ უფალს მართლა ვუყვარვარ. ეს კატასტროფული ფოტოები აუცილებლად უნდა დავბეჭდო, კამპანიაში ჩავრთო და ქალაქში გამოვფინო.

მხნედ ვარ, მაგრად ვარ! მაქსიმალურად შევეცდები გამოვასწორო ის შეცდომა, რაც საკუთარი თავის მიმართ დავუშვი…

 

 

 

 

 

წყარო ” პრაიმტაიმი”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე” – “ნიკორა სუპერმარკეტი”
  • არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge