,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ემიგრაციაში მყოფი ვატო გელაშვილი ქართველ ოპოზიციონერებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის განსხვავება, ფაქტობრივად, არაფერია.
,,მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ რომ ნოდარ მელაძის გადაცემა მიეძღვნას ოპოზიციონერ დეპუტატებს და მათზე ისეთივე სიუჟეტები გააკეთონ როგორსაც ქოცებს უძღვნიან.
პარლამენტში *ლესავით მჯდარ დეპუტატებს ვერ ნახავენ, საეჭვოდ გამდიდრებულებს თუ რუსეთუმე ოპოზიციონერებს? მარტო მე შემიძლია ჩამოვთვალო ერთი 30 კაცი ეგეთი.
ამიტომ ვამბობ რომ განსხვავება ამ ორ მხარეს შორის ფაქტიურად არაფერია.
ერთს ბიძინა მართავს, მეორეს მიშა და დანარჩენებს თავის მუცლის ამოქონვის სურვილი.”