Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„უფროსი ფიქრობს, თუ ტანსაცმელი გარდერობში გვაქვს, მამა დაბრუნდება, ხშირად ამოწმებს, მეც არაფერს ვცვლი…“ – ნინო ბერიძე

January 12, 2023
„უფროსი ფიქრობს, თუ ტანსაცმელი გარდერობში გვაქვს, მამა დაბრუნდება, ხშირად ამოწმებს, მეც არაფერს ვცვლი…“ – ნინო ბერიძე

მსახიობის, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. მისმა მეუღლემ, ნინო ბერიძემ „თბილისელებთან“ შვილებზე ისაუბრა:

„რომ ამბობენ, დრო გავა და ტკივილი განელდებაო, სიმართლე არ ყოფილა. პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო რთულია ნიკას გარეშე, მით უფრო დიდ ტკივილს ვგრძნობ გულში. ნიკას გარდაცვალებიდან პირველი პერიოდი შოკში ვიყავი, ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. მერე, როცა ჩვენ გარშემო ხალხი დაიფანტა და საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი ნიკას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მე და ჩემს შვილებს ძალიან გვჭირდება მისი გვერდით ყოფნა, შვილებს ძალიან აკლიათ მამა. განსაკუთრებით რთულია ახალი წლის დღეები, 5 იანვრის მოახლოება…

ვცდილობ, შვილებს ეს დანაკარგი შევუმსუბუქო. არ მინდა, მათ ჩემი ცრემლები და ტკივილი დაინახონ. სახე რომ შემეცვლება ხოლმე, მაშინვე მეუბნებიან – დედა, რატომ მოიწყინე, მამა გენატრება? ჩვენც გვენატრება… რაც შემიძლია, ვცდილობ, დავიცვა ისინი ტკივილისგან.

მიჭირს ამ თემაზე მათთან საუბარი. ჯერ ძალიან პატარები არიან და ვერ გაიაზრეს, რა ხდება. თავიდანვე ვუთხარი, რომ მამა ცაში გაფრინდა, მაგრამ ჯერ ვერ აანალიზებენ, ეს რას ნიშნავს. უფროსი ხშირად მეუბნება: აბა, მაჩვენე მამას ტანსაცმელები თუ გვაქვს გარდერობშიო. ალბათ, ფიქრობს, თუ ტანსაცმელი ისევ თავის ადგილას გვაქვს, მამა დაბრუნდება და ამიტომ ხშირად ამოწმებს. მეც არაფერს ვცვლი.

რაც შეეხება ნიკას დედას – ნელი კიდევ უფრო განიცდის ამ ყველაფერს. დედისთვის შვილი ყველაზე დიდი ტკივილია. ისიც გულში იკლავს ბავშვების გამო, მაგრამ მის ჯანმრთელობაზე აისახება ეს განცდები. ნერვიულობაზე შაქარი შეიძინა და არ არის კარგად.

ერთმანეთს ვანუგეშებთ. ვცდილობთ, გავამხნევოთ ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვდის. მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა გვაძლებინებს ამ დარდისთვის. არავინ თქვას, რომ ასეთი ტკივილი დაგავიწყდება ან გაგინელდება. ის სულ შენს გულშია, უბრალოდ, სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას. რამდენ ხანსაც აიტანს შენი ორგანიზმი, რამდენ ხანსაც გასტანს შენი ჯანმრთელობა, იმდენ ხანს ცხოვრობ ამ ტკივილთან ერთად.

გამიგია ქალების შესახებ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ რომ ლოგინად ჩავარდნენ და მათ შვილებს წლები სხვები ზრდიდნენ. ეს ეგოისტობა მგონია. მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ვიფიქრებდი. ვიცოდი, რომ ჩემზე უკეთ ჩემს შვილებს ვერავინ გაზრდიდა და ვცდილობ, მათ გამო მაგრად ვიყო, თავი გავიმხნევო. ჩემს თავს ხშირად ვეუბნები: „მე შვილები მყავს“ და ეს მაძლევს ძალას, რომ ფეხზე მყარად ვიდგე“, – თქვა ბერიძემ.

ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე გასულ წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აღმოჩენილია არალეგალური ცხოველთა სასაკლაო – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
  • “მოკვდები და ქუთაისი გახდება სანიმუშო არაკორუმპირებული ქალაქი” – რას აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი
  • ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge