ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპმოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს.
მიუხედავად ამისა, სულ ცოტა ხნის წინ თაკომ ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ Body Shaming-ის მსხვერპლია: „მოდის ტენდენციები ბრუნვადია და მოუნდებათ მალე ისევ ჩემი ტიპის მოდელები“ – წერდა ის.
View this post on Instagram
მიუხედავად სირთულეებისა, სულ ცოტა ხნის წინ თაკომ თეთრეულის საკუთარი ბრენდი „შეიდიში“ დააფუძნა, რომლის მთავარი კონცეფცია ეკომეგობრულობას ეფუძნება: „გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა თეთრეულის საკუთარი
ბრენდი შემექმნა. სწავლის და ბევრი დაკვირვების შემდეგ შევქმენი Sheidish. აქ იწყება ჩემი ახალი ისტორია” – წერდა ის.
View this post on Instagram
სწორედ საკუთარ თეთრეულში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს ის და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან არაერთ დადებით შეფასებას იმსახურებს.
View this post on Instagram
წყარო: marao.ge
