„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„როცა ქართუს რუსთავის ფილიალის იურისტი ხარ და დინამო გადაგეწვა“ , – წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, მაჭარაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩის, ანდრეი კასიანოვის „ბუკების“ უკრაინისათვის გადაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებაზე თქვა, რომ ეს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაა და ახლა აშშ-ის ელჩი უნდა გამოვიდეს და ეს ყველაფერი უარყოს.