საბერძნეთში ქართველი ახალგაზრდა, მეგი შელია დაიღუპა.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან.
“მეგი
მხოლოდ ერთხელ შევხვდით და პირობა მივეცით ერთმანეთს,რომ ჩვენი მშობლების ნათᲔსაობასა და უდიდეს სიყვარულს გავაგრძელებდით.
შენ ის გოგო იყავი, ადამიანს გაცნობიდან რამდენიმე წუთში რომ შეაყვარებდი და დაამახსოვრებდი თავს.
დედობით ტკბობის შესანიშნავ ეტაპზე იყავი და ტანში მცრის,როცა წარმოვიდგენ შენს ჩვილს უშენოდ.
ამდენი რამ არ დაგცალდა,მეგი.
შენი ცხოვრების 30 წელიწადი რა მცირე დროა და მაინც,როგორ ხარისხიანად გიცხოვრია, ამდენ ადამიანს რომ ტკივა უშენობა.
რანაირი სიტყვა არ არსებობს თანაგრძნობისთვის.
ვერანაირი კანონზომიერება ვერ ახსნის და გაამართლებს შენს არყოფნას.
ძალიან მტკივა გული,მენანები და ყოველღამე მესიზმრები.
მე და შენ ვერ შევძელით,მაგრამ პირდები,ჩვენი შვილები აუცილებლად გააგრძელებენ ურთიერთობას
მშვიდად იძინე შენს მამიკოსთან ერთად” – წერს გარდაცვლილის ახლობელი მარიამ თორია
