Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მე კი წავედი საზღვარგარეთ და თავს ვუშველე, თქვენ კი, ვინც საქართველოში დარჩით, ძალიან მებრალებითო – რას წერს გია მურღულია

January 11, 2023
მე კი წავედი საზღვარგარეთ და თავს ვუშველე, თქვენ კი, ვინც საქართველოში დარჩით, ძალიან მებრალებითო – რას წერს გია მურღულია

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

მისი მთავარი ჩემი საკუთარი თავისა და ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრი და ასევე, აქ დარჩენილი და მიგრაციაზე წასული ხალხის არჩევანის პატივისცემის საკითხია.

„არსებობს ორგვარი ფიქრი და ქცევა:
1. გადავარჩინო საკუთარი თავი და ჩემიანები;
2. გადავარჩინო ჩემი ქვეყანა და სახელმწიფო.
კარგი ამბავი ის არის, როდესაც ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის.
გუშინ ვკითხულობდი აქ:
მე კი წავედი საზღვარგარეთ და თავს ვუშველე, თქვენ კი, ვინც საქართველოში დარჩით, ძალიან მებრალებითო.
საკუთარ გზას ყველა თავად ირჩევს და ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ეს პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს.
შენ თუ წახვედი, ღმერთმა გაგიმარჯოს და სიკეთე მოგცეს, მე კი საქართველოს ვირჩევ და ვეცდები, ჩემი ბედნიერება აქ ვიპოვო. ეს სრულიადაც არ არის დასაძრახი ან “შესაბრალებელი”.
ჩვენ საკუთარი სამშობლო (ეს ცნება არავის გაუუქმებია!) გვაქვს ასაშენებელი და მტკიცედ ფეხზე დასაყენებელი – მისთვის პიროვნულ კეთილდღეობაზე არანაკლებად უნდა გავისარჯოთ.
ვინმემ შეიძლება თქვას: ყველამ საკუთარ თავზე იზრუნოს და ქვეყანა თუ სახელმწიფოც გადარჩებაო.
თუ ეს აქ, საქართველოში, იქცევა პრინციპად და აღსრულდება, შეიძლება ერთ შესაძლო გზადაც ივარგოს, თუმცა მე უფრო სხვა გზის მომხრე ვარ – სამშობლოზე დაფიქრებული კაცები და ქალები რომ ირჩევენ – იმის.
რა მარტივია ამგვარი განწყობის გაგება (ჩვენი დიდი ლიდერები და მოღვაწეები ამის შესახებ საუკუნეებია გვესაუბრებიან და შესაფერის მაგალითებსაც გვიჩვენებენ) და მუდმივად რატომ ძნელდება ასეთი ფიქრისა და საქმის აღსრულება ჩვენში?
ვინც აქ ვრჩებით, ამ მნიშვნელოვან კითხვას ცალ-ცალკე და ერთადაც უნდა ვუპასუხოთ.
ჩვენი მოსაწონი სამშობლო ჩვენვე უნდა შევქმნათ – სხვათა იმედი გვქონდეს, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია“ , – წერს მურღულია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია რუსთავში – დაშავებულია ახალგაზრდა ქალი
  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • “თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს მის ოჯახს”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge