Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ასე მგონია, როცა ქუჩაში ვთამაშობდით, გაღმა უბნის ბავშვებში წითელლოყებიანი სიკვდილი იდგა და აქედან დაძახებულზე: ვისი სული გსურს? ის სიცილით იძახდა რომელიმე ჩვენგანის სახელს – კეკელიძე უმძიმეს ისტორიაზე

January 11, 2023
“ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი…ვიტირო მინდა…” – რას წერს გიორგი კეკელიძე

პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში უმძიმეს ისტორიაზე წერს.

პოსტი გიორგი კეკელიძის დას ეძღვნება.

„ჩემი და ოთხი წლის იყო, დილით მუცელი რომ ასტკივდა და საღამოს, სანამ საავადმყოფოდან დააბრუნებდნენ, სოფელში, მამიდაჩემთან წამიყვანეს. ნინო ამსტერდამში გაფრინდა, – მითხრა ღიმილით დედაჩემმა. სად არის ამსტერდამი? – ვიკითხე მე. იქით, შორს, ევროპაში. აღარ მიკითხავს ევროპაზე. ალბათ უკეთესი ადგილია. ნინოს სულ უფრო მეტად ეფერებოდნენ. უკეთეს შოკოლადს აძლევდნენ და ახლა ხომ ხედავთ? იქაც გაუშვეს. თან რამხელა სურათები დაკიდეს სახლში. და რა ატირებს ხოლმე ჩუმად ფანჯრისკენ შებრუნებულ დედაჩემს? რა თქმა უნდა, იმასაც ამსტერდამში უნდა. მე ხომ ისედაც არ ვუყვარდი არავის, რაც ნინო გაჩნდა. ახლა ალბათ ძალით მეფერებიან, რომ ამსტერდამში წასვლა არ მოვითხოვო. არც მოვითხოვ, თქვენ წადით ყველანი! ასე მგონია, როცა ქუჩაში ვთამაშობდით, გაღმა უბნის ბავშვებში მოკლე შარვლით და წითელი წინდებით, წითელლოყებიანივე სიკვდილი იდგა და აქედან დაძახებულზე: ვისი სული გსურს? ის სიცილით იძახდა რომელიმე ჩვენგანის სახელს. ნინო! ელენე! გოგი! მაკა! ბოლოს მეღა დავრჩი. ვაჟიკია და კოჭლი ზურია. შენზე უარესი რამეც არსებობს, სიკვდილო, თუნდაც ეგ შარვალი ჭრელად შეღებო და ცხვირზე კლოუნის ბურთი დაიმაგრო! დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია. იქ რომ ყოფილიყავი, ვიცი, შიშით შენვე წახვიდოდი ამსტერდამში“ , – წერს კეკელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • „უთხრა, რომ მოკლავდა და დააბეტონებდა…“ – პოლონეთში 37 წლის ქართველი დააკავეს
  • “მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა…“ – ყაზბეგში მოკლული კაცის ცოლის ექსკლუზიური ინტერვიუ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge