Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“1 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ… 15 წლიდან დავიწყე მუშაობა, “ფლაერებს” ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია” – ცნობილი მომღერლების უცნობი ცხოვრება

January 10, 2023
“1 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ… 15 წლიდან დავიწყე მუშაობა, “ფლაერებს” ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია” – ცნობილი მომღერლების უცნობი ცხოვრება

ბაბი კირ­კი­ტა­ძე და თათა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გო­გო­ნე­ბი არი­ან. თათა ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის, მაგ­რამ მი­აჩ­ნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სა­მო­მავ­ლოდ პრო­ფე­სია ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით აირ­ჩია, რა­საც დრო და ენერ­გი­აც და­უთ­მო, თუმ­ცა ჰობ­მა თავი ისევ შე­ახ­სე­ნა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპ­ზე, მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­აც არის… რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ბის, ისიც ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის და დღეს უკვე ცნო­ბი­ლი ბენ­დის წევ­რია.

ბაბი კირ­კი­ტა­ძე ერთი თვის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც გა­ირ­კვა, რომ კას­პის მე­რი­ამ ბაბი კირ­კი­ტა­ძეს 12 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა. მე­რი­ის ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის” “ღა­მის შოუს ბენ­დის” მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო მი­ი­ღო… 23 ოქ­ტომ­ბერს ბენდმა კას­პში “კას­პო­ბას­თან” და­კავ­ში­რე­ბით იმ­ღე­რა, რის­თვი­საც მე­რი­ის­გან 12 ათა­სი ლარი მი­ი­ღო.

რო­გო­რია თა­თას და ბა­ბის ცხოვ­რე­ბა სცე­ნის მიღ­მა და რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შეხ­ვდათ ცხოვ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ მომ­ღერ­ლე­ბი თა­ვად ჰყვე­ბი­ან:

ბაბი კირ­კი­ტა­ძე:

– საკ­მა­ოდ ბევ­რი სირ­თუ­ლით იყო ჩემი ცხოვ­რე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი. “ფლა­ე­რე­ბიც” და­მი­რი­გე­ბია ქუ­ჩა­ში. ამა­ში არა­ფე­რი სა­თა­კი­ლო არ არის. პი­რი­ქით, მე სულ მქონ­და მო­ტი­ვა­ცია, რომ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შე­მექ­მნა რა­ღა­ცე­ბი. 16-17 წლის ვი­ყა­ვი, როცა სახ­ლი უკვე აღარ გვქონ­და. ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და ოჯახს. რა საქ­მეც მხვდე­ბო­და, არა­ფერ­ზე უარს არ ვამ­ბობ­დი. დე­და­ჩემს ჰქონ­და პა­ტა­რა მა­ღა­ზია და თა­ვი­დან ამ მა­ღა­ზი­ის­თვის და­ვი­წყე “ფლა­ე­რე­ბის” და­რი­გე­ბა, მიმ­ტა­ნო­ბაც მიც­დია, რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯე­რიც ვყო­ფილ­ვარ. ზო­გა­დად მზრუნ­ვე­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი გაზ­რდი­ლი და უცებ ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში რომ აღ­მოვ­ჩნდი, ჩემი მშობ­ლე­ბი ამას გა­ნიც­დიდ­ნენ. 18 წლის ვი­ყა­ვი რეს­ტო­რან­ში სიმ­ღე­რა რომ და­ვი­წყე.

შემ­დეგ უამ­რა­ვი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ვიც­ვა­ლე. ერთ დღე­საც ვნა­ხე გან­ცხა­დე­ბა, რომ შო­უს­თვის ეძებ­დნენ გო­გო­ნას, რო­მელ­საც სიმ­ღე­რა უნდა სცოდ­ნო­და. მე დე­დას­თან ერ­თად წა­ვე­დი კას­ტინგზე. ამის შემ­დეგ და­ი­წყო კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა. უკვე აღ­ვნიშ­ნე, რომ სახ­ლი არ გვქონ­და და ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მო­მი­წია ფიქ­რი იმა­ზე, რომ ყო­ვე­ლი თვი­დან ქირა იყო გა­და­სახ­დე­ლი. ასე გრძელ­დე­ბო­და 9 წელი და რო­გორც იქნა სახ­ლი ვი­ყი­დე. მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ვინც ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე შეხ­ვედ­რია. მად­ლო­ბა მე­გობ­რებს – რომ არა ისი­ნი ვერ შევ­ძლებ­დი ამ ბი­ნის ყიდ­ვას.

თათა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი:

ჩემი და ბა­ბის ის­ტო­რი­ე­ბი საკ­მა­ოდ მსგავ­სია. ისიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და მეც ასე­თი ვარ. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ოდ­ნავ მეტი სირ­თუ­ლე ის იყო, რომ 1 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა და მამა და­შორ­დნენ. მა­მას კი ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი ჩემ­თან, მაგ­რამ ძლი­ე­რი ზურ­გის აღ­ქმა მაკ­ლდა. ვცდი­ლობ­დი, ორ­მა­გად ძლი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან არა­ვის ეთ­ქვა, რომ ეს ბავ­შვი უმა­მოდ იზ­რდე­ბა და თავ­ზე ხელი აი­ღოო ან რამე მსგავ­სი. ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­უ­კე­თე­სო. 15 წლი­დან ბავ­შვებს ვამ­ზა­დებ­დი ინ­გლი­სურ­ში, “ფლა­ე­რებს” ვა­რი­გებ­დი, მიმ­ტა­ნა­დაც მი­მუ­შა­ვია, სა­ბავ­შვო ბაღ­შიც ვი­მუ­შა­ვე აღ­მზრდე­ლად.

ბევ­რგან ვცა­დე სა­კუ­თა­რი თავი. ამა­სო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტიც და­ვამ­თავ­რე, შე­ვი­ძი­ნე კარ­გი მე­გობ­რე­ბი. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში იყო ონი­სე ფუტ­კა­რა­ძეს­თან “ბე­ქებ­ში” რომ ვი­დე­ქი. მო­მე­წო­ნა და გა­ვა­კე­თეთ ბენ­დი “იე­ლოუ”. ჩვე­ნი ნამ­ღე­რი მო­ის­მი­ნა გე­ლამ (გნო­ლი­ძემ) და შემ­დეგ მოგ­ვიყ­ვა­ნა “ღა­მის შო­უ­ში”. მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი მსმე­ნე­ლის. მად­ლო­ბა მა­თაც ვი­საც არ სჯე­რო­დათ ჩემი და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩემ­გან არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. ამან უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა.

მომ­ღერ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა­ში “სი­კე­თე მარ­ტი­ვია” ისა­უბ­რეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რამდენიმე პროდუქტზე სპეციალური საფასო პოლიტიკა გავრცელდება – ქსელური მარკეტები ფასების კომისიას განცხადებით პასუხობენ
  • გაათავისუფლეთ ჩვენი თანამებრძოლები – მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში
  • მოძრაობა შეიზღუდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge