რამდენიმე დღის წინ, ქუთაისი-პარიზის ავიარეისზე ქართველი მამაკაცი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გარდაიცვალა. იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ირა სოფრომაძე, ამ საკითხს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“გარდაიცვალა 60 წლამდე მამაკაცი, “ქუთაისი – პარიზი” მიმართულების თვითმფრინავის მგზავრი, რომელსაც აფრენიდან 10 წუთში დაემართა გულის შეტევა.
რადგან თვითმფრინავში არავითარი სამედიცინო დახმარება არ არის, ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება თვითმფრინავი ისევ უკან დაებრუნებინათ ქუთაისის აეროპორტში, რასაც დიდი დრო დასჭირდა (საწვავის დაცლის გამო).
მგზავრი დაფრენის დროს გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ მას აეროპორტში სამედიცინო დახმარება ელოდებოდა. დავაგვიანეთ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის!
ამიტომ ყველა მგზავრს მივმართავ, ყველა ემიგრანტს, დავაყენოთ საკითხი, რომ თვითმფრინავში იყოს სამედიცინო დახმარება. ექიმი, რაც აუცილებელია, რომელიც ყველა რეისს მოემსახურება.
არ შეიძლება მგზავრების ასე უყურადღებოდ დატოვება. შემომიერთდით, გააზიარეთ, ეს მოთხოვნა და მერე გადავუგზავნოთ ავიაკომპანიებს. ჩავრთოთ ამ საკითხში კომპეტენტური პირები. ქართულ ავიახაზებში მაინც რომ მოწესრიგდეს ეს საკითხი. ვიაქტიუროთ ემიგრანტებმა, ჩვენ დიდი ძალა ვართ,” – წერს ირა სოფრომაძე.