Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბავშვის მოფერებაში ზომიერება არ არის საჭირო, იყოს უსაზღვრო“ – რას ამბობს ცნობილი პედიატრი?

January 10, 2023
“ბავშვის მოფერებაში ზომიერება არ არის საჭირო, იყოს უსაზღვრო“ – რას ამბობს ცნობილი პედიატრი?

პედიატრ, ყარამან ფაღავას თქმით, ბავშვისთვის მშობლების სითბო და ალერსი სასარგებლოა და ამიტომ მათ მიმართ სიყვარული მაქსიმალურად უნდა გამოვხატოთ. ამის შესახებ ფაღავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„უკვე დადგენილია, რომ სიხარულს და მასთან დაკავშირებულს სიამოვნების ჰორმონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ჯანმრთელობის განვითარებაში. ბავშვებშიც ასეა, მოზრდილებშიც და ნაყოფის შემთხვევაშიც კი. აღმოჩნდა, რომ როდესაც ნაყოფს დედა და მამა ეფერება, დადებითი ემოციები ვითარდება და ნაყოფი უფრო წყნარი, მშვიდი და ბედნიერია.ყველას უნდა გონიერი, მამაცი, ლამაზი შვილი ჰყავდეს. ამ ყველაფრის საფუძველი კი სწორედ ჯანმრთელობაა. თითქოს, ყველაფერში ზომაა საჭირო. მაგრამ, როდესაც ბავშვის მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არსებობს. იყოს უსაზღვრო, რაც მეტი – მით უკეთესი.

ხშირად ვიმეორებ, მოფერება, ალერსი, სიყვარულის გამოხატვა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყველაფრის გაკეთების უფლება მივცეთ, უნდა ვუთხრათ, რისი გაკეთება არ შეიძლება. თუმცა, ამ დროს სპეციალური ქიმიური სუბსტანციები, სიამოვნების ჰორმონები, მაგალითად, დოფამინი, სეროტონინი, ენდორფინები, გარკვეულწილად ადრენალინიც გამოიყოფა. ბედნიერების შეგრძნებისთვის ბავშვს ეს ყველაფერი სჭირდება. გოგონა, რომელიც სიყვარულითაა გარშემორტყმული, თანატოლებთან განათებული, გაბრწყინებულია. როდესაც გრძნობს, რომ ვიღაცას უყვარს, ეს მის ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. ჩვენი ამოცანა, პედიატრების, პედაგოგების, მთელი საზოგადოების ის არის, რომ ახალი თაობა უფრო ბედნიერი, სიხარულით სავსე იყოს და საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს” – აცხადებს ყარამან ფაღავა.

პედიატრი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ზედმეტი სითბო და ალერსი “რყვნის და აფუჭებს” აფუჭებს ბავშვს.

“რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო, ამბობენ. მაგრამ ამ გაძლიერებაში იმდენი ენერგიის ხარჯვა სჭირდება ორგანიზმს, იქნებ ასეთი ექსტრემალური სიტუაციები არ შევუქმნათ ბავშვს. ცნობილია ნაპოლეონის ქირურგის დაკვირვება, რომელიც საველე ქირურგიის მამამთავარი გახლდათ. ის ამბობდა, რომ გამარჯვებულ ჯარისკაცებში ჭრილობები უფრო სწრაფად ხორცდებაო. წარმოგიდგენიათ, თითქოს ჭრილობა სულ არაა ტვინთან კავშირში, მაგრამ დადებითი ემოციები ამაზეც კი მოქმედებს. ძალიან ბევრი დაავადებაა, სადაც მეტნაკლებად დამტკიცებულია დადებითი ემოციები როლი. თუნდაც კუჭნაწლავის დაავადებები, ასთმური და შეტევითი ხველა, კანი, სახსრები – თიტქმის ყველა სისტემაში ფსიქოსომატური ფონი მონაწილეობს და მამაჩემი სწორედ ფსიქო-სომატური მიმართულების მომხრე იყო. მე უფრო ორგანიკოსი ვარ, მორფოლოგიურ, ორგანულ ცვლილებას ვუყურებ, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მთლად ასეც არ არის, მეორე მხარესაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომაცაა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექიმი ფსიქოსომატიკოსია.

გარდა ჰორმონული ცვლილებებისა, ემოციური ფონის როლს სხვა მტკიცებულებაც აქვს – ტვინიდან კუჭნაწლავამდე ცენტრალური ნერვული სისტემა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა, ქერქვეშა კერები, ნეიროენდოკრინული სისტემა, ნეიროიმუნური სისტემა, ნერვული წნულები კუჭ-ნაწლავში და მიკრობიოტა, იგივე კარგი ბაქტერიები – ეს ყველაფერი ჯამში, ყველაფერზე მოქმედებს და ყველა დაავადება მათი სისუსტის ფონზე უფრო მკაფიოდ და მძიმედ მიმდინარეობს.

მაგალითად, ბავშვისთვის ძალიან დიდი ტრავმაა მშობლის ავადმყოფობა და მშობლების დაცილება, მინდა ყველა მშობელს მივმართო, რომ როგორმე, რამდენადაც შესაძლებელია, ეს აიცილონ თავიდან. დამტკიცებულია, რომ სტრესი და სიამოვნების ჰორმონების დეფიციტი, სტრესული ჰორმონების სიჭარბე, იწვევს დიდ იმუნოლოგიურ დარღვევებს. ეს გამოვლინდება სიმსივნეებში, ძირითადად კი ინფექციების მიმართ მდგრადობის შემცირებაში, ხშირად ავადობაში. ამიტომ სიხარული და სიამოვნება უნდა მივანიჭოთ ერთმანეთს” – ამბობს ყარამან ფაღავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რამდენიმე პროდუქტზე სპეციალური საფასო პოლიტიკა გავრცელდება – ქსელური მარკეტები ფასების კომისიას განცხადებით პასუხობენ
  • გაათავისუფლეთ ჩვენი თანამებრძოლები – მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში
  • მოძრაობა შეიზღუდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge