მომღერალი გივიკო დიდია, რომელიც წარმატებული “ინფლუენსერია” და სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს, წერს, რომ წლებია დეპრესიას ებრძვის.
ამის შესახებ მან რამდენიმე თვის წინ დაპოსტა.
“მიუხედავად იმისა, რომ არ მეტყობა, ძალიან ცუდად ვარ, ჩემო მეგობრებო და წლებია საშინელ დეპრესიას ვებრძვი. ახლა ისე მიჭირს, როგორც არასდროს, მაგრამ მაინც ბრძოლას მიჩვეული კაცი ვარ და მარტივად არ ვნებდები. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვისაც გულწრფელად გიყვარვართ და ერთი თბილი სიტყვის თქმა რომ არ გენანებათ არასდროს. თქვენ მაძლევთ ძალას ყოველდღე. თქვენ მაგრძნობინებთ, რომ გჭირდებით. ოჯახს გეფიცებით გაუცნობლად მეძვირფასებით და ძალიან გიფრთხილდებით უკვე ბევრი წელია … მაპატიეთ ჩემი გულწრფელობა. ხომ მიცნობთ სხვანაირად არ შემიძლია. ყოლიფერ საუკეთესოს, ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას გისურვებთ” – წერს გივიკო დიდია “ფეისბუქში”.